,,ახლა ევროპის უსაფრთხოებისთვის დგას მომენტი, რომელიც თაობაში ერთხელ ხდება”- კირ სტარმერი

4
spot_img

ახლა ევროპის უსაფრთხოებისთვის დგას მომენტი, რომელიც თაობაში ერთხელ ხდება, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ლონდონში, უკრაინის საკითხზე მიმდინარე სამიტის გახსნისას განაცხადა.

„უკრაინისთვის კარგი შედეგის მიღება არ არის მხოლოდ „სწორია თუ არასწორიას“ საკითხი, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ერის უსაფრთხოებისთვის, როგორც აქ წარმოდგენილი, ასევე სხვა მრავალი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა სტარმერმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და განაცხადა, რომ უკრაინის გვერდით იდგებიან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

”ჩვენ, ყველანი თქვენთან, უკრაინასთან ვართ, იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”, – აღნიშნა სტარმერმა.

ლონდონში უკრაინის საკითხზე მსოფლიო ლიდერების სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მასპინძლობს.