ახალგაზრდებს ეს პროტესტი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან უნდა გაემართათ თავის დროზე, როცა ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესი შეუჩერა -ბიძინა გიორგობიანი

17
spot_img

ახალგაზრდებს ეს პროტესტი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან უნდა გაემართათ თავის დროზე, როცა ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესი შეუჩერა, – განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა ბიძინა გიორგობიანმა „იმედი Live“-ში სატელეფონო ჩართვისას.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის დღევანდელი განცხადება ძალიან ჯანსაღი, სწორი და ოდნავ დაგვიანებული რეაქცია იყო ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე.

„საქართველოს ხელისუფლების განცხადება ძალიან დროული იყო. ეს პროტესტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასთან დაკავშირებით იმ ახალგაზრდებს, იქ რომ ზურგჩანთებით დარბიან ახლა უნდა გამოეთქვათ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან თავის დროზე, როცა ევროკავშირმა ქართველი დამსმენების და ბრიუსელის ბიუროკრატების ხელშეწყობითა და დაკვეთით საქართველოს შეუჩერა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესი და განცხადებაც გააკეთეს. საქართველოს მთავრობის დღევანდელი განცხადება იყო ძალიან ჯანსაღი, სწორი და ოდნავ დაგვიანებული რეაქცია ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის რეზოლუციებზე, რომლებიც ნიაღვარივით მოედინებოდა არჩევნებამდე. ისინი პირდაპირ ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში“, – აღნიშნა გიორგობიანმა.

მან ასევე ისაუბრა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტზეც.

„პროტესტი, რასაც ვუყურებთ არის ემოციის ამონთხევა. იქ არიან არასამთავრობოების თანამშრომლები, მათი თანამოაზრეები, გარკვეული ადამიანების დაჯგუფება. ეს რაოდენობა ხალხის მათ პროტესტზე ყოველთვის ჰყავდათ და გასაკვირი არ არის. ყველა მოსაზრების ადამიანი გვყავს ჩვენ, საქართველოში დემოკრატიაა მაგრამ, გამოხატვის თავისუფლებას ისინი გასცდნენ. ეს უკვე რიგით მეხუთე მცდელობაა ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის და დღევანდელი პროცესი გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში, რომელიც წაახალისა სალომე ზურაბიშვილმა. დღეს მან უკვე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, მივიდა თავის თავი გამოაცხადა მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმურიო და წავიდა სახლში. .“,- განაცხადა გიორგობიანმა.