აკაკი წერეთლის გამზირზე რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. დედაქალაქის მერიის ცნობით, პირველ ეტაპზე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტილ მხარეს შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაგებულია ასფალტის საფარის ქვედა ფენები და ჭები მოყვანილია ნიშნულზე.
„ამჟამად, ტროტუარებზე საჰაერო კაბელების მიწისქვეშ გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ეწყობა გარე განათების ახალი ქსელი.
გამზირის საპირისპირო მხარეს, სადაც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია და ძველი სავალი ნაწილის მოფრეზვა მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2024 წლის იანვარში დასრულდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.