აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი თანამშრომლობას უყურებს არა როგორც გვერდით დგომას, დახმარებას, არამედ როგორც პოლიტიკური ზემოქმედების ინსტრუმენტს -შალვა პაპუაშვილი

5
spot_img

სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი თანამშრომლობას უყურებს არა როგორც გვერდით დგომას და დახმარებას, არამედ როგორც პოლიტიკური ზემოქმედების ინსტრუმენტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელ „X“ -ზე გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც ფიშერი წერს: „სამწუხაროდ, საქართველოს ახლანდელი პოლიტიკა გერმანიისთვის შემაშფოთებელია და საქართველოში ზოგიერთი მსხვილი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია“. მედიის წარმომადგენელმა პაპუაშვილს ჰკითხა, რას უნდა ნიშნავდეს ეს განცხადება.

„ვერ ავხსნი, რას უნდა ნიშნავდეს. თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა არის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა. ეს თანამშრომლობა არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მნიშვნელოვანია ნატო-სთვის და გერმანიისთვის, როგორც ნატო-ს წევრისთვის. ტერორიზმის საფრთხე აღარ არის, რუსეთიდან საფრთხეები აღარ არის? არასწორია ამის დაკავშირება რაღაც პოლიტიკურ კონტექსტებთან და იმასთან, რომ ვიღაცას თურმე არ უნდა, საკუთარი ფინანსები გაასაჯაროოს.

სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი ამ თანამშრომლობას უყურებს არა როგორც გვერდით დგომას და დახმარებას, არამედ როგორც პოლიტიკური ზემოქმედების ინსტრუმენტს. ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება გაგებას იმისა, რა არის პარტნიორობა, როდესაც მხარდაჭერას და თანამშრომლობას აღიქვამ, როგორც ზეწოლის თუ პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტს“ , – განაცხად შალვა პაპუაშვილმა.