
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს: პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ. ინფორმაციას ადვოკატები ადასტურებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განუცხადა, დადგენილება არ ჩაუბარებიათ წერილობითი ფორმით, ხოლო მას შემდეგ როდესაც დადგენილებას მიიღებენ, გაასაჩივრებენ.
„პაატა ბურჭულაძეს უთხრეს, რომ აკრძალული აქვს მიმოწერა, პაემნები, სატელეფონო ზარი-ყველა ის უფლება, რაც აქვს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ პირს.
შეფასებას რაც შეეხება, ემსახურება ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენებას ადამიანისთვის, რომელიც ემზადებოდა შვილიშვილების სანახავად. ჩვენ დადგენილება ჯერ არ მიგვიღია წერილობით ფორმით, როდესაც მივიღებთ გასაჩივრების ყველა გზას მივმართავთ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო და პროკურატურა “ქართული ოცნების” გაგრძელებაა დიდი მოლოდინი არ გვაქვს რომ რაიმე შედეგს გამოიღებს“,- აღნიშნა თუთბერიძემ.