ადრე თუ გვიან ნიკა მელია თავისი მომხრეებით შექმნის პარტიას, ამის პროგნოზირება არის ძალიან მარტივი, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა, რომან გოცირიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში თვითდაზიანების რეჟიმშია.
„არ ვიცი, რა მანიფესტი იქნება, ვინ მოაწერს ხელს, ვინ – არა, ვის გარიცხავენ პარტიიდან ან ვის – არა. ერთი რამ არის ფაქტი – ის, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ არის თვითდაზიანების რეჟიმში. რაც მოხდა, ეს არის ძალიან ცუდი. ის, რომ ადრე თუ გვიან ნიკა მელია თავისი მომხრეებით შექმნის პარტიას, ამის პროგნოზირება არის ძალიან მარტივი“, – განაცხადა გოცირიძემ.