ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით -შალვა პაპუაშვილი

10
spot_img

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 12 კვირაში გაიმართება. მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილ წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 12 კვირაში გაიმართება.

„ევროპარლამენტმა, გუშინდელი რეზოლუცია, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას მიუთითებს, მონაწილეობა არ მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში, კომისარ მარტა კოსის მონაწილეობით და მისი მხრიდან, რეზოლუციის ავტორის, რასა იუკნევიჩიენეს მიმართ კომპლიმენტების ფონზე მიიღო.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 12 კვირაში გაიმართება.

მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, ამჯერად, მისი ჩაშლის მიზნით, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების წართმევის მცდელობის ტოლფასია“, – წერს პაპუაშვილი.