იემენის სანაპიროსთან ადენის ყურეში თავდამსხმელებმა ისრაელთან დაკავშირებული ტანკერი გაიტაცეს, – ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.
როგორც მედია წერს, მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ეს მესამე საზღვაო თავდასხმაა, რომელიც რეგიონში განხორციელდა. გატაცებული ხომალდი ლიბერიის დროშის ქვეშ დაცურავდა.
„ჩვენი პრიორიტეტი ბორტზე მყოფი ჩვენი 22 კაციანი ეკიპაჟის უსაფრთხოებაა. ეკიპაჟის წევრებს შორის ქართველი, ვიეტნამელი, ბულგარელი, ინდოელი, ფილიპინელი და რუსეთის მოქალაქეები არიან. ხომალდს ფოსფორული მჟავა გადაჰქონდა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.