ნიდერლანდებში გრონინგენის პოლიციამ დააკავა მძღოლი, რომელსაც ბორის ჯონსონის სახელზე გაცემული ყალბი უკრაინული მართვის მოწმობა ჰქონდა.
ინფორმაციას გამოცემა NL Times-ი ავრცელებს.
პოლიციის თანამშრომლებმა მძღოლი შემოწმებისთვის გააჩერეს, კაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო. მისი მანქანის ჩხრეკისას კი ყალბი მართვის მოწმობა აღმოაჩინეს.
დაკავებულს უკრაინული ყალბი მართვის მოწმობა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის სახელზე ჰქონდა დამზადებული
მოწმობაზე ჯონსონის ფოტო და დაბადების თარიღი იყო დატანილი, მოქმედების ვადად კი 3000 წელი ჰქონდა მითითებული.