დესტაბილიზაციის სტრატეგიაზე აწყობილი პარტია აუცილებლად მივა იმ ზომაზე, რაზეც დღეს „ნაციონალური მოძრაობაა“ მისული“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების შესაფებისას განაცხადა.
„ის სისხლიანი ჭრილობები, რომელიც საქართველოს საზოგადოებას მიაყენა ამ პარტიამ რასაკვირველია ჯერ არ მოშუშებულა. ბევრი მათგანი პარტიაშიც ელოდებოდა, რომ ახალი ლოზუნგი ექნებოდა, ახალი დამოკიდებულებები იქნებოდა, მაგრამ დარჩა იგივე – კეზერაშვილი, რომელიც ფინანსური წყაროა, მერაბიშვილი და ისევ ის პლატფორმა, სავალალო წარსული, რომლისგან დისტანცირებასაც ბევრი ცდილობდა. არის კიდევ სხვა ფაქტორებიც, განხეთქილება მარტო ამას არ გამოუწვევია. იქ არის პიროვნული დაპირისპირებები და სააკაშვილის ფაქტორიც, რომელიც აღარ არის აქტუალური. არც მისი მანიფესტია აქტუალური და არც ის ბოდვები, რაც ხშირად მისგან გვესმის. ბევრისთვის ეს მიუღებელია, რადგან უკეთესს ელოდებოდნენ. დესტაბილიზაციის სტრატეგიაზე აწყობილი პარტია აუცილებლად მივა იმ ზომაზე, რაზეც დღეს „ნაციონალური მოძრაობაა“ მისული“, – განაცხადა ვოლსკიმ.