ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია საფრთხეს უქმნის ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებასა და მომავალს, რათა გაახანგრძლივოს თავისი პოლიტიკური სიცოცხლე, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
“17 000 პალესტინელის, ძირითადად ბავშვებისა და ქალების, სიკვდილი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულია, ეს ომის დანაშაულია. ისრაელი არ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას”, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.