რეგიონული პლატფორმა «3+3» სულ უფრო ხელშესახები და პერსპექტიული ხდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან მოლაპარაკებაზე განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
„ეს არის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ინიციატივა და ის სულ უფრო ხელშესახები ხდება. საუბარია სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაზე და მათ სამ მეზობელზე. ძალიან პერსპექტიული ფორმატია“, – განაცხადა ლავროვმა.
ფორმატში «3+3» აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, სომხეთი და საქართველო უნდა ყოფილიყვნენ ჩართულები. ამასთანავე, საქართველომ ფორმატში მონაწილეობაზე ბოლო დრომდე უარი განაცხადა, რადგანაც ვერ ითანამშრომლებს რუსეთთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში საოკუპაციო ძალები ჰყავს განლაგებული.