,,იდეას, რომელსაც ვემსახურებოდით, ახლა ყველაფრისგან დაცლილია”- გოგი ჩიკვილაძე

42
spot_img

ვერ მოხერხდა, რომ პარტია გაერთიანებულიყო, ეს ვერ მოახერხა ახალმა მენეჯმენტმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა გოგი ჩიკვილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იდეას, რომელსაც ემსახურებოდნენ, ახლა ყველაფრისგან დაცლილია.

„აბსოლუტური იგნორია ჩვენს მიმართ. 9 თვის განმავლობაში ჭიათურაში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარეს ერთხელაც რომ არ დაგიძახებს რამე საკითხზე, როგორ უნდა იყო ამათ გვერდით. ზუსტად ახალი მენეჯმენტი გახდა ჩვენ მიერ პარტიის დატოვების საფუძველი“, – აღნიშნა გოგი ჩიკვილაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ტოვებენ. ზუგდიდში პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ 17-მა წევრმა გააკეთა, მათგან 14 ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

ზუგდიდის შემდეგ პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთეს ჭიათურაშიც. ჭიათურის საკრებულოს ფრაქციის ხუთმა წევრმა დატოვა პარტია.

4 დეკემბერს, ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წევრმა, მათ შორის საკრებულოს წევრებმა პარტია დატოვეს.