სომხეთმა კოსმოსში პირველად საკუთარი თანამგზავრი Hayasat-1 გაუშვა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ სომხური ბიურო იტყობინება.
თანამგზავრი სომხური კვლევითი ცენტრის Bazoomq-ისა და სამეცნიერო ინოვაციებისა და განათლების ცენტრის მიერ შეიქმნა.
თანამგზავრმა სექტემბერში შესაბამისი სამინისტროსგან ლიცენზია მიიღო.
თანამგზავრი 1-ელ დეკემბერს აშშ-ში სომხეთის დროით 22:18 საათზე SpaceX-ის რაკეტის Falcon-9 გამოყენებით გაუშვეს.