რუსეთის საწინააღმდეგო ევროპული სანქციების მე-12 პაკეტის წინასწარი პროექტი ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგ რაიმე სახის შეზღუდვებს არ ითვალისწინებს – უნგრული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა.
„ყველას ნათლად ავუხსენით, რომ არ დავუშვებთ ბირთვული ენერგეტიკსითვის შეზღუდვების დაწესებას. ის წინასწარი წინადადებები [სანქციების მე-12 პაკეტთან დაკავშირებით], რომელთა შესახებაც ჩვენ ამ დრომდე ვიცით, არ ითვალისწინებს სანქციებს ატომური მრეწველობის წინააღმდეგ“, – განაცხადა სიიარტომ რუსული სახელმწიფო კომპანია „როსატომის“ გენდირექტორ ალექსეი ლიხაჩოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.