2023 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 4.027 მილიარდი ლარია

78
spot_img

2023 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 4.027 მილიარდი ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, წმინდა ამონაგები, კი 708 მილიონ ლარს შეადგენს.

„საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 457 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 6,139 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 17,515,264.33 ლარს შეადგენს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.