მაღალია ოკუპანტების მიერ 2008 წლის შემდეგ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით, უკანონოდ დაკავებულთა რიცხვი. 2008 წლიდან დღემდე, ოკუპანტებმა, ოკუპირებული აფხაზეთის მხარეს, უკანონოდ, 1955 ადამიანი დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის მხარეს კი – 1514.
წლების მიხედვით, უკანონოდ დაკავებულთა რიცხვს რომ დავაკვირდეთ, ვნახავთ:
ოკუპანტებმა ოკუპირებული აფხაზეთის მხარეს 2008 წელს 13 ადამიანი დააკავეს უკანონოდ. 2009 წელს 91. 2010-ში – 114. ყველაზე მეტი ადამიანი 2013- 2015 წლებში დააკავეს.
შემდეგ წლებში, უკანონოდ დაკავებულთა რიცხვი იკლებს – 2021 წელს 11. 2022 წელს – 13. 2023-ში კი ოკუპირებული აფხაზეთის მხარეს 20 ადამიანი დააკავეს, მათ შორის – ლევან დოთიაშვილი, რომელიც 6 ნოემბერს, თამაზ გინტურთან ერთად იმყოფებოდა. დოთიაშვილი გატაცებიდან სამი დღის შემდეგ გადმოსცეს ქართულ მხარეს.
რაც შეეხება ოკუპირებული ცხინვალის მხარეს – 2008 წელს 9 ადამიანი დააკავეს უკანონოდ. 2009 წელს 79. 2010 წელს 77 ადამიანი.
ყველაზე მეტი ადამიანი 2013-2017 წლებში დააკავეს უკანონოდ.
რაც შეეხება ბოლო წლებს, 2022-ში – 44. 2023-ში კი 31 ადამიანი დააკავეს რუსებმა, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის მხარეს.