საპატრიარქო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის განჩინებას აქვეყნებს, რომელშიც ერთი თავი ნათლობას უკავშირდება.
წმინდა სინოდის განჩინებაში წერია:
„ეკლესიის კანონიკური წესის მიხედვით, მიმრქმელი (ნათლია) უნდა იყოს ერთი; ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია, იყოს ორიც (მამაკაცი და ქალი; ასევე კანონიკური ტრადიციითვე, ზრდასრული ადამიანის ნათლობისას ნათლია უნდა იყოს იმავე სქესის). საქართველოში გამონაკლისის სახით ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა ნებადართულია მიმრქმელად (ნათლიად) კათოლიკოს-პატრიარქის დადგომის შემთხვევაში”.