ერაყის ისლამური წინააღმდეგობის ძალებმა სირიის აღმოსავლეთში ამერიკული ბაზა დაბომბეს.
გავრცელებული ცნობით, ბაზაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. სამხედრო ბაზასთან აფეთქებების ხმა ისმოდა.
არაბული მედია წერს, რომ ამერიკული ბაზა დაბომბვის სამიზნე გახდა სირიის ჰასაქას რეგიონშიც. შეტევა ამ შემთხვევაშიც ერაყის ტერიტორიიდან განხორციელდა.
სირიასა და ერაყში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმები ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ გახშირდა. მანამდე, ერაყის „ჰეზბოლას“ ბრიგადების სამხედრო სპიკერმა, ჯაფარ ალ-ჰუსეინმა განაცხადა, რომ ერაყის წინააღმდეგობა შევიდა „ალ-აქსას შტორმის“ ბრძოლაში.