ლიბანისა და ისრაელის საზღვარზე მზარდი დაძაბულობის ფონზე ჭურვი სამხრეთ ლიბანში გაეროს სამშვიდობო მისიის (Unifil) შტაბბინაში ჩამოვარდა, – ამის შესახებ გაეროს წარმომადგენელმა განაცხადა.
ჭურვი არ აფეთქდა და არავინ დაშავებულა, მაგრამ დაზიანდა ბაზა.
Unifil-ი მუშაობს თავდასხმის წარმოშობის დადგენაზე.
ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლასა“ და ისრაელის სამხედროებსა შორის ცეცხლის გახსნა საღვრის გასწვრივ, ბოლო სამი კვირის განმავლობაში გახშირდა.