“საქართველო კარგი ქვეყანაა, კარგ ფორმაშია და მზად არის კანდიდატის სტატუსის მისაღებად” – ორბანი

101
spot_img

საქართველო კარგი ქვეყანაა, კარგ ფორმაშია, მზად არის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

„საქართველო კარგი ქვეყანაა. კარგ ფორმაშია. ის მზად არის წევრობისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. დღეს ჩვენ შევიმუშავებთ ტექსტს და იმედი მაქვს, რომ განხილვების შედეგში საქართველო ნახსენები იქნება, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.