ისრაელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ღაზაში -ბაიდენი

93
spot_img

რამდენად რთულიც არ უნდა იყოს, ისრაელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ღაზაში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან, ენტონი ალბანეზთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, რეგიონი უნდა მოემზადოს ისრაელ-„ჰამასის“ ომის დასასრულისთვის, ასევე იმისთვის, რაც ამას შემდეგ მოჰყვება.

„ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს კონცენტრირებულ ძალისხმევას ყველა მხარისთვის, ისრაელელებისთვის, პალესტინელებისთვის, რეგიონული პარტნიორებისთვის, გლობალური ლიდერებისთვის, რომ დავდგეთ მშვიდობის გზაზე. „ჰამასი“ იმალება პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის უკან, ეს არის საზიზღარი და ლაჩრული საქციელი. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ეს ასევე დამატებით ტვირთად აწვება ისრაელს. იმის მიუხედავად, რომ ისინი „ჰამასს“ ებრძვიან, ეს არ ამცირებს ომის კანონების შესაბამისად მოქმედების აუცილებლობას. ისრაელელები და პალესტინელები იმსახურებენ გვერდიგვერდ უსაფრთხოდ, ღირსეულად და მშვიდობიანად ცხოვრებას“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.