დიდ დიღომში, ერთი ადამიანი დაჭრეს

110
spot_img

დიდ დიღომში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად ერთი ადამიანია დაჭრილი. არსებული ინფორმაციით, შელაპარაკება საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა.

დაჭრილი მოქალაქე კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.