ბაიდენის ადმინისტრაციის ახალი წარმომადგენელი ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის საკითხებში, დევიდ სატერფილდი ამბობს, რომ ჰუმანიტარული დახმარების „უწყვეტი ნაკადი“ 23 ოქტომბერს დაიწყებს ღაზაში შესვლას მას შემდეგ, რაც 20 სატვირთო მანქანის პირველი კოლონა 21 ოქტომბერს უკვე შევიდა ანკლავში ეგვიპტიდან იერუსალიმსა და კაიროზე აშშ-ის მნიშვნელოვანი ზეწოლის შემდეგ. ამის შესახებ The Times Of Israel წერს.
„დღეს მარშრუტზე კიდევ 15 სატვირთო მანქანაა. ჩვენი მოლოდინი და ჩვენი დისკუსიის შინაარსი ყველა მხარესთან არის ის, რასაც ხვალიდან[23 ოქტომბრიდან] თქვენ დაინახავთ – დახმარების უწყვეტ ნაკადს. ჩვენ გვინდა, რომ ეს ნაკადი იყოს იმ დონემდე, რომელიც აუცილებელია ღაზას საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ეს არის ღაზაში მცხოვრები ხალხის ლეგიტიმური საჭიროებისთვის. თუ ჰამასი ჩაერევა, ჩამოართმევს ან გადაიტანს ამ დახმარებას, ეს, როგორც პრაქტიკული საკითხი, ძალიან გაართულებს ამ დახმარების გაგრძელებას და იქნება კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ჰამასი არ ზრუნავს პალესტინელი ხალხის კეთილდღეობაზე“, – განაცხადა სატერფილდმა.