30 წლის წინ, ქალაქ რუსთავის მე-17 მიკრო რაიონში მცხოვრებმა სკოლის მოსწავლეებმა წერილი მისწერეს, აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ჯარისკაცებს. წერილთან ერთად, მებრძოლებს, ბავშვებმა შეგროვილი ფულით ნაყიდი მცირე ძღვენი გაუგზავნეს. წერილი ადრესატამდე მივიდა და წლების განმავლობაში, მათთან ინახებოდა.
” გამარჯობათ ძიებო!
გამარჯობა კეთილო მეომრებო, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო გაიმარჯვებს და თქვენ მალე დაბრუნდებით. გვჯერა, რომ თქვენ აუცილებლად დაბრუნდებით. ჩვენ გვინდა, რომ ნაყინი ისევ 20 კაპიკი ღირდეს. ჩვენ არ გვინდა, რომ ომი იყოს და ქართველი ქართველს კლავდეს. ჩვენ არ მოგატყუილებთ. გვინდოდა, კონცერტი ჩაგვეტარებია და აღბული ფულით გვეყიდა თქვენთვის რამე, მაგრამ გავიგეთ, რომ ხვალ, თქვენთვის გამოიგზავნება საკვები და სხვა, სასწრაფოდ შევაგროვეთ ფული და გიგზავნით სიგარეტებს.
ტატა კოტრიკაძე (9 წლის) _ 100 კუპ.
ლია ბუაჩიძე (8 წლის) _ 400 კუპ.
ელენე ზურაბიშვილი (8 წლის) _ 1000 კუპ.
ნინო გაბეშია (8 წლის) _ 300 კუპ.
ნინო მესტიაშვილი (9 წლის_ 1000 კუპ.
ანა გაგნიძე (5 წლის) _200 კუპ.
როინ რეხვიაშვილი (4 წლის) _ 100 კუპ.
ლაშა მაჩიტიძე (8 წლის) _ 100 კუპ.
ვასიკო ღლონტი (4 წლის) _ 100 კუპ.
ბადრი თიგიშვილი (12 წლის) _ 250 კუპ.
გია მჭედლიშვილი (6 წლის) _ 200 კუპ.
გიორგი პაპუნაშვილი ( 6 წლის) _ 100 კუპ.”
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ამირიძემ და ქვემო ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა მოძებნეს ამ წერილის ავტორები და ისინი დღეს, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოიწვიეს.
მათთვის, ვეტერანებთან შეხვედრა ძალიან ემოციური იყო. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საპატიო სტუმრებს, მებრძოლთა მიმართ გამოხატული გულწრფელი სიყვარულისა და თანადგომისთვის, მადლობა გადაუხადა და სამსახურის სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.