„ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე აცხადებს, რომ პალესტინელები არ დატოვებენ ღაზას ან დასავლეთ სანაპიროს და არ გადავლენ ეგვიპტეში. ეს განცხადება „ჰამასის“ ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელის არმიამ ღაზის ჩრდილოეთ ნაწილის მცხოვრებლებს სამხრეთით ევაკუაციისკენ მოუწოდა.
„არ იქნება ღაზის დატოვება და არ იქნება დასავლეთ სანაპიროს დატოვება. არ მოხდება ღაზიდან ეგვიპტეში გადასვლა“, – განაცხადა „ჰამასის“ ლიდერმა.
სხვა არაბულ ქვეყნების მსგავსად, ეგვიპტე აცხადებს, რომ პალესტინელებუ თავიანთ მიწებზე უნდა დარჩნენ და რომ ის მუშაობს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დამხარების მიწოდების უზრუნველსაყოფად.
„მივმართავ ჩვენს ძმებს ეგვიპტეში: ჩვენი გადაწყვეტილებაა ჩვენს მიწაზე დარჩენა“, – განაცხადა ჰანიემ სატელევიზიო მიმართვისას.