ისრაელმა ღაზაში საევაკუაციო ბუკლეტები ჩამოყარა, – ამის შესახებ BBC წერს. ისრაელის სამხედროებმა ღაზაში ციდან ბუკლეტები გადმოყარეს, რომლითაც საზოგადოებას „სასწრაფო“ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.
„ისრაელის თავდაცვის ძალების გაფრთხილების გარეშე სახლში არ დაბრუნდეთ. დატოვეთ ყველა საზოგადო და ცნობილი თავშესაფარი, რომელიც ღაზაში მდებარეობს. არ მიხვიდეთ დაცვის კედელთან. ვინც მას მიუახლოვდება, სიცოცხლეს გარისკავს“, – აღნიშნულია ბუკლეტში.
ისრაელი მძიმე საჰაერო თავდასხმებს ახორციელებს ღაზაზე, რის შედეგადაც დაახლოებით 1500 ადამიანი დაიღუპა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.