თურქეთი კატეგორიულად გმობს ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვას და აცხადებს, რომ მზადაა, ხელი შეუწყოს სიტუაციის დეესკალაციას.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანკარა მჭიდრო კავშირშია ყველა შესაბამის მხარესთან.
„ხაზს ვუსვამთ, რომ ძალადობის და ესკალაციის ქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია ამ კონფლიქტთან, სარგებელს არავის მოუტანს. თურქეთი მზადაა ნებისმიერი დახმარების გასაწევად, რათა არ მოხდეს მოვლენების შემდგომი ესკალაცია და ფართო რეგიონში გავრცელება. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო კონტაქტებს შესაბამის მხარეებთან“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
სამინისტრო რეგიონში მყოფ თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, უსაფრთხო ადგილებში დარჩნენ.