“რუსი ჯაშუშები არიან ყველგან და მართავენ ქვეყანას”-პაატა მანჯგალაძე

273
spot_img

რუსი ჯაშუშები არიან ყველგან და მართავენ ქვეყანას – ეროვნულ ბანკს ათასი ჯიშის ტურა და „ოდეერი“ შეუსიეს, – ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი ეროვნულ ბანკში უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გიორგი ფერაძის, ხოლო უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტზე მალხაზ ღუღუნიშვილის დანიშვნის თაობაზე ინფორმაციას.

მანჯგალაძის თქმით, აღნიშნული პირები ეროვნულ ბანკში ადამიანებზე გავლენის მოხდენას შეეცდებიან.

„რუსი ჯაშუშები არიან ყველგან, ისინი მართავენ ქვეყანას, შედიან ეროვნულ ბანკში, როგორც ჩანს რუსი ჯაშუშები არიან დაკავშირებული პრეზიდენტის ადმინისტრაციასთანაც, შეიძლება აშანტაჟებენ კიდეც პრეზიდენტს, ამაზეც უნდა ვიფიქროთ და შესაძლოა ამიტომ არ უწყვეტს მოქალაქეობას, რომ აშანტაჟებენ რუსი ჯაშუშები, „ქართული ოცნება”.

იცით, რომ ეროვნულ ბანკში თანამდებობები ღირსეულმა ადამიანებმა დატოვეს, ეს საგანგაშო სიგნალი იყო რუსი ჯაშუშებისთვის, რომ თურმე ყოფილა სისტემა, რომელიც არ კონტროლდება მათ მიერ და შეუსიეს ახლა ათასი ჯიშის ტურა – ალუდა ღუდუშაურს უყვარს ეგ სიტყვა და „ოდეერი“, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებებზე. ეს ნიშნავს, რომ დაემუქრებიან ადამიანებს, დააშანტაჟებენ და მოსყიდვას შეეცდებიან”, – განაცხადა მანჯგალაძემ.