ახლა მნიშვნელოვანია, საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ ჩვენ ადამიანებს კი არ ვიყენებთ, არამედ მათი კეთილდღეობა და უკეთესი მომავალია მიზანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
ნიკა მელია თქმით, ეს უნდა შეძლონ.
„ვფიქრობ, ამ დღეებში, მომდევნო კვირებში ჩვენ ეს უნდა შევძლოთ და შევძლებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თურნავას თანამდებობიდან გადაყენება, გაგდება, ხალხის მიერ იძულება, რომ გადადგეს. მნიშვნელოვანია თანმიმდევრულად მცირე გამარჯვებების მოპოვება ოპოზიციისა და საზოგადოების მხრიდან. ამ გზას უნდა მივყვეთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ამასთან, ნიკა მელიას კითხვა დაუსვეს ოპოზიციის მიერ რუსთაველზე დააანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, აპირებდა თუ არა ამ აქციაზე წასვლას, რაზეც მელიამ აღნიშნა:
„არ ვაპირებ პოლემიკაში შესვლას, ვინ, რომელ საათზე, რა დროს, რის შემდეგ ჩანიშნა აქცია. ეს ნამდვილად მეასე ხარისხოვანია და ამ საკითხის სიღრმეებში შესვლა არ მინდა. ვიქნები იქ, სადაც მჯერა, რომ ჩვენი შვილების მომავალი წყდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.