23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1829
spot_img

ვერძი

სავარაუდოდ, ეს დღე სიახლეებითა და ცვლილებებით დაგამახსოვრდებათ. დიდი ხანია, ამაზე ოცნებობთ და დროა, ოცნებების ასრულება დაიწყოთ. დღის მეორე ნახევარში ხელსაყრელ შეთავაზებას მიიღებთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, მოსალოდნელი რისკები უნდა გათვალოთ.

კურო

დღის პირველი ნახევარი დაძაბული იქნება – გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო ნერვიულობა მოგიწევთ. გეგმები სწრაფად იცვლება, ამიტომ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და არ ინერვიულოთ იმაზე, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ.

ტყუპები

ვარსკვლავების დახმარებით, ამ დღეს სასურველს ადვილად აღწევთ. იღბალი თქვენს მხარესაა, თქვენ მხოლოდ რთულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირება უნდა შეძლოთ. გულწრფელობა და კომუნიკაბელურობა საჭირო კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა ფინანსურ საკითხებზე მუშაობისთვის. დილიდან საქმიან განწყობაზე ხართ და თქვენს ყურადღებას არცერთი უმნიშვნელო წვრილმანი არ ეპარება. დღის მეორე ნახევარში ახლობელ ადამიანთან შესაძლოა, კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად კომპრომისული გადაწყვეტილების პოვნა მოგიწევთ.

ლომი

ნაყოფიერი და დატვირთული დღე გელით. დილიდან უამრავი პრობლემის მოგვარება მოგიწევთ, რაშიც გამოცდილი ადამიანების რჩევა დაგეხმარებათ. გირჩევთ წარსული შეცდომები გაითვალისწინოთ და უსარგებლო საუბრებში დრო არ დაკარგოთ. დიდი ხნის უნახავ ადამიანებთან შეხვედრის დროს მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ.

ქალწული

ზღვარგადასული ოპტიმიზმი სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და სიტუაციის ობიექტურ შეფასებაში ხელს გიშლით. გირჩევთ „ვარდისფერი სათვალე“ მოიხსნათ, რომ საქმე სანანებლად არ გაგიხდეთ. დიდი ხნის წინ დაწყებული საქმეები შესაძლოა, ამ დღეს, თქვენთვის სასარგებლოდ დასრულდეს. ახალ შეხვედრებსა და ნაცნობობაზე უარი არ უნდა თქვათ.

სასწორი

ეცადეთ, საკუთარმა სიზარმაცემ დღის აქტიურად და ნაყოფიერად გატარებაში ხელი არ შეგიშალოთ. ამ დღეს შეგიძლიათ ადრე დაწყებული და დავიწყებული საქმე წარმატებით დაასრულოთ. მეგობრებთან შეხვედრის დროს სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

მორიელი

დღის პირველ ნახევარში გეგმების შეცვლა და ცვალებად გარემოებებთან შეგუება მოგიწევთ. სამუშაო იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ელოდით, მაგრამ იღბალი თქვენს მხარეზეა და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ავადმყოფობის ნებისმიერი სიმპტომი უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.

მშვილდოსანი

ნუ დაელოდებით, რომ ყველაფერი თავისთავად გადაწყდება, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღეთ და იმოქმედეთ! შეიძლება შედეგს პირველივე ცდაზე ვერ მიაღწიოთ, მაგრამ თქვენი ძალისხმევა უშედეგო არ იქნება. ვარსკვლავების კეთილგანწყობა დაგეხმარებათ, ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვიდეთ.

თხის რქა

ამ დღეს გარშემო მყოფების მიმართ განსაკუთრებულად მზრუნველი და ყურადღებიანი ხართ, რაც შეუმჩნეველი არ დარჩება და თქვენი სიკეთე მალე ორმაგად დაგიბრუნდებათ. ძველი წყენა და გაუგებრობა მალე წარსულში დარჩება და ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა ახალ დონეს მიაღწევს. ხელსაყრელი გარიგების შედეგად თქვენი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შეივსება.

მერწყული

იდეებით სავსე ხართ, მაგრამ მათი განხორციელების დრო ჯერ არ მოსულა. გირჩევთ რთული და საპასუხისმგებლო პროექტის დაწყებამდე საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოთ. იგივე ეხება სწავლას ან განათლებას. პირად ურთიერთობებში სრული სიყვარული და ჰარმონია სუფევს.

თევზები

დღის პირველ ნახევარში შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც გეგმავდით. მცირე წარუმატებლობამ და იმედგაცრუებამ შეიძლება, გეგმების შეცვლა გაიძულოთ. მოულოდნელი შემოსავალი განწყობას გაგიუმჯობესებთ.