გაეროს გენმდივანი კიევში ვიზიტისას უკრაინის ხელისუფლებას გაუბრაზდა – Washington Post

74
spot_img

გამოცემა The Washington Post ოთხ სხვადასხვა საიდუმლო ცნობაზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს და ორგანიზაციის სხვა ოფიციალურ პირებს უსმენდნენ.

გამოცემის ცნობით, დოკუმენტებში შეჯამებულია მოსმენილი საუბრები, „რომლებიც ახალ შუქს მოჰფენს გუტერეშის ურთიერთობას გაეროს მაღალჩინოსნებთან და მსოფლიო ლიდერებთან“.

ფაილების მიხედვით, ერთ-ერთი საუბარი შეეხება ანტონიო გუტერეშის საუბარს თავის პრესმდივანთან, სტეფან დიუარიკთან, რომელშიც გაეროს გენმდივანი გამოტყდა, რომ კიევში ვიზიტის დროს „ძალიან გაბრაზდა“ უკრაინის ხელისუფლებაზე.

როგორც The Washington Post წერს, გუტერეშის უკმაყოფილება ოფიციალურ ღონისძიებაზე, რომელშიც თავადაც მონაწილეობდა, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიამ გამოიწვია, რაც გამოცემის ცნობით, მასთან არ იყო შეთანხმებული. მედიის ცნობით, ამას ისიც დაემატა, რომ შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა აღნიშნული დაჯილდოების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალაც გაავრცელა.

„გუტერეში იმან ააღელვა, რომ გამოქვეყნებულ მასალაში ისე ჩანდა, თითქოს ის ომში მონაწილე ერთ-ერთი მხარის ჯარისკაცებს ულოცავდა. მან თავის პრესმდივანთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთელი ეს დრო, ცდილობდა არ გაეღიმა“, – წერს გამოცემა.