მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 000-სს გადააჭარბა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 2 012 ადამიანი და კრიტიკულად მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოში მოთავსებულია 1 404 პირი.
ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.