გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ იმყოფება და განვითარებული კლდის მასის ჩამოშლის პროცესები ადგილზე შეაფასა.
ეს არის კლდეზვავითი პროცესი, გამოფიტული მასალის ჩამოქცევა, დანარჩენი დასაზუსტებელია – წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგმა, შოთა ლობჟანიძემ ჟურნალისტებთან შიომღვიმის მონასტერთან კლდის ნაწილის ჩამოშლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მუდმივად არის საჭირო დაკვირვება.
„საქმე გვაქვს გამოფიტული მასალის ჩამოქცევასთან. ძალიან დიდი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს ამ ფერდს. სხვა მხრივ საშიშროება არ არსებობს, ანალიზის სფეროს განეკუთვნება. ეს არის კლდეზვავითი პროცესი, გამოფიტული მასალის ჩამოქცევა, დანარჩენი დასაზუსტებელია. წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა. მუდმივად არის საჭირო დაკვირვება. ალბათ, დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება“,- აღნიშნა შოთა ლობჟანიძემ.
ცნობისთვის, დღეს 27 აგვისტოს, მცხეთაში. შიომღვიმის მონასტერთან. კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რისი ამსახველი ვიდეოკადრებიც სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა. მალევე ცნობილი გახდა, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.