,,ინციდენტი შიომღვიმის მონასტრისგან მოშორებით მოხდა” – ანდრია ჯაღმაიძე

96
spot_img

ინციდენტი შიომღვიმის მონასტრისგან მოშორებით მოხდა – შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

მისივე თქმით, ის ესაუბრა მონასტრის წინამძღოლს.

„ინციდენტი შიომღვიმის მონასტრისგან მოშორებით მოხდა. მონასტრის წინამძღოლმა როგორც მითხრა, ყოველ წელს ხდება მცირე ზომის ჩამოშლა, კლდე არის გამოფიტული, წელს იყო ცოტა დიდი ზომის. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა”,- აღნიშნავს ჯაღმაიძე.