“ქართული კინო საფრთხეშია” -ბოიკოტს 400-ზე მეტი კინემატოგრაფისტი შეუერთდა

119
spot_img

“ქართული კინო საფრთხეშია” – კინემატოგრაფისტებმა ეროვნულ კინოცენტრთან ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, “მიტაცებული კინოცენტრის დამოუკიდებლობის დასაცავად გამოცხადებულ ბოიკოტს” კინოს სფეროში მომუშავე სხვადასხვა პროფესიის 400-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა.

„ეს რიცხვი მეტყველებს კინოს სექტორში არსებული მასშტაბურ პრობლემაზე, რომლის გადასაჭრელადაც კულტურის სამინისტროს არ გადაუდგამს არც ერთი ქმედითი ნაბიჯი.

400-ზე მეტმა კინემატოგრაფისტმა უნდობლობა გამოვუცხადეთ კინოცენტრის არალეგიტიმურ მმართველობას და მივმართეთ ქართული კინოს ისტორიაში პროტესტის უპრეცედენტო ფორმას. მოვითხოვთ, კინოცენტრის დირექტორი იყოს არჩეული სფეროს წარმომადგენლების მიერ“

შეგახსენებთ, რომ კინოს სფეროს წარმომადგენლებმა ეროვნულ კინოცენტრს ბოიკოტი 21 აგვისტოს გამოუცხადეს. ისიინი ცენტრის დირექტორის პოზიციის არჩევითობას ითხოვენ.