დამოუკიდებელი ექიმების ბოლო ვიზიტმა დაადასტურა – სააკაშვილის ჯანმრთელობა უარესდება. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“დამოუკიდებელი ექიმების ცოტა ხნის წინანდელმა ვიზიტმა მხოლოდ დაადასტურა ის, რაც ყველა ჩვენგანისთვის ნათელია: მისი [სააკაშვილის] ჯანმრთელობა უარესდება. დიდად სამწუხაროა, ასეთი დასკვნების მოსმენა.
კიდევ ერთხელ ვამბობ: არსებობს ბევრი მიზეზი და გზა ამ მდგომარეობის შესაცვლელად, სანამ ძალიან გვიანი არ არის, მათ შორის ისეთები, რომლებიც ჰუმანიტარულ საფუძვლებს ეყრდნობა”, – წერს ფოტიგა.