ჰავაიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა. ჰავაის გუბერნატორის თქმით, გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
კუნძულ მაუიზე ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ზღვისპირა ქალაქის, ლაჰაინას 80 პროცენტი კი განადგურებულია.
კუნძულ მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.