მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ პრესკონფერენციაზე თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ თაობის იმედი უნდა გქონდეს.
„მიჭირს საუბარი, წაგება თამაშის ნაწილია, მაგრამ მეტს ვიმსახურებდით. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა. მათი მენტალიტეტი და პროფესიონალიზმი მაიმედებს. თამაშის შემდეგ მადლობა გადავუხადე ევრო 2023-ზე გატარებული თითოეული დღისთვის.
რაც შეეხება ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსს, ხვალინდელ თამაშზე ვართ დამოკიდებული. დღეს შეტევაში მეტი სითამამე და დამაგვირგვინებელი მოქმედებები დაგვაკლდა.
მაგრამ მეოერცაა, დაღლილები ვიყავით ფიზიკურად, ბიჭებს დიდი დატვირთვა ჰქონდათ. მათ თავდადებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. მადლობა გულშემატკივარს, ჩვენს სტაფს, ფეხბურთის ფედერაციას. ეს მხოლოდ დასაწყისია, ამ თაობის იმედი უნდა გქონდეთ“, – აღნიშნა რამაზ სვანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პორტუგალია დაამარცხა, შემდეგ ბელგიასა და ნიდერლანდებთან ფრედ ითამაშა და მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა.