
დამოუკიდებელი გამომძიებელი ჟურნალისტი ელიზაბეტ ლეინი სტატიას აქვეყნებს, სახელწოდებით „ევროპის ჩრდილოვანი მმართველები“, რომელშიც სვამს კითხვას: „რატომ ანადგურებენ ევროპელი ლიდერები ევროპას? ის „ბილდერბერგის შეხვედრებზე წერს – ყოველწლიურ დახურულ ფორუმზე, რომელიც 1954 წელს, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის დიალოგის განვითარებისთვის დაარსდა და აცხადებს, რომ სწორედ იქ შეირჩევიან ადამიანები, რომლებიც შემდეგ კონკრეტულ ინტერესებს ატარებენ.
„მოდით, პირდაპირ ვთქვათ: მათი უმრავლესობა რეალურად არ არის არჩეული. ისინი შერჩეულები არიან „დიფ სთეიტის“ ელიტების, ბანკირებისა და კორპორაციული ძალაუფლების ბროკერების მიერ. აი, რისთვის ტარდება სინამდვილეში ბილდერბერგის შეხვედრები. მას შემდეგ, რაც ვხედავთ, რა ემართებათ ამ შეკრებების დამსწრე გარკვეულ პირებს, ნათელია, რომ ბილდერბერგი ფუნქციონირებს, როგორც შემოწმების ადგილი იმ კანდიდატებისთვის, რომელთა ხელისუფლებაში მოყვანა ელიტებს სურთ. ისინი ირჩევენ ყველაზე მორჩილ კანდიდატებს, რომლებიც ყველაზე მეტად მზად არიან ემსახურონ შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს ინტერესებს.
ამბიციური პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები იღებენ მოსაწვევებს საიდუმლო შეხვედრებში, რომელთა განხილვაც აკრძალულია. როგორც ამბობენ, „ბილდერბერგელები არასდროს ლაპარაკობენ“. ათწლეულების განმავლობაში, ამ შეხვედრების არსებობაც კი უარყოფილი იყო, სანამ ისინი საბოლოოდ არ გამჟღავნდა.
ეს „პერსპექტიული“ ფიგურები ერთად იკრიბებიან, გადიან შემოწმებას დისკუსიებისა და შეხვედრების მეშვეობით და ფასდება მათი ერთგულება. როგორც კი ელიტები მათთვის სასურველ კანდიდატს აირჩევენ, ეს პიროვნება ხშირად სწრაფად ადის ევროპაში და გლობალურ ორგანიზაციებში უმაღლეს თანამდებობებზე“, – წერს ავტორი და მაგალითად ისეთი ფიგურები მოჰყავს, როგორებიც არიან: ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჟოზე მანუელ ბაროსო, შარლ მიშელი, კრისტინ ლაგარდი, პასკალ დონოჰო, ემანუელ მაკრონი.
ავტორი აღნიშნავს, რომ ევროპამ მორჩილების პოზიცია აირჩია ლიდერობის ნაცვლად და ჩრდილოეთ ნაკადის აფეთქებაზე აკეთებს აქცენტს. ის მილსადენს ევროპის ენერგიის სასიცოცხლო წყაროს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი აფეთქებით გერმანია დაზიანდა.
„ამერიკამ, ბრიტანეთმა და ევროპულმა მედიამ ამაში რუსეთი ყოველგვარი მტკიცებულებებისა და ყოყმანის გარეშე დაადანაშაულეს. ნებისმიერი, ვინც ამ ნარატივს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა „რუსეთის მოკავშირედ“ ცხადდებოდა. ახლა კი იგივე მედიასაშუალებებში ტივტივებს იდეა, რომ ეს უკრაინამ გააკეთა – ყოველგვარი მორიდებისა და ბოდიშის გარეშე. უკრაინამ ევროპის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ჩაიდინა, დაანგრია მისი ეკონომიკა, მოიტყუა ამის შესახებ და გერმანია – მსხვერპლი – უკრაინაში ფულისა და იარაღის გაგზავნას აგრძელებს. ჰგავს თუ არა ეს ლიდერობას და საკუთარი ხალხის ინტერესებში მოქმედებას, თუ ლიდერობას, რომელიც სხვა ადგილიდან იღებს მითითებებს?“, – წერს ლაინი.
მისი შეფასებით, ევროპელი ლიდერები სისხლს ადენენ საკუთარ ერებს ამერიკული და ბრიტანული ინტერესების მსახურის მიზნით. ის ასევე ხაზს უსვამს ორმაგი სტანდარტების არსებობას გარემოს დაცვასა და გეოპოლიტიკაში და საუბრობს საეჭვო მოვლენებზე, როგორიცაა გერმანიაში ექვსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საეჭვო სიკვდილი არჩევნების წინ, რომელთაგან მხოლოდ ერთია სუიციდად გამოცხადებული და რუმინეთში არჩევნების ორჯერ გაუქმება, რაც მიანიშნებს, რომ დემოკრატია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.
„ევროპელი ლიდერები მხარს უჭერენ პოლიტიკას, რომელიც ზიანს აყენებს მათ ეკონომიკებს, თუმცა ეს არ არის არაკომპეტენტურობა. ეს არის ერთგულება, ოღონდ არა თქვენდამი. ეს დიდი კლუბია. თქვენ მისი წევრი არ ხართ. არც მე ვარ“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.
ლეინი თავისი მეგობრის, ბრიტანელი პოლიტიკური კომენტატორის, ენდრიუს შესახებ წერს და მას „ინსაიდერს“ უწოდებს, რომელიც „იდუმალი ავადმყოფობის“ შედეგად დაიღუპა.
„ერთ დღეს ის მანქანის ნაწილი იყო, შემდეგ კი უბრალოდ მოკვდა. არ ვიცი რა დაემართა, ეს ყველაფერი მოულოდნელი და უცნაური იყო“, – აღნიშნავს ჟურნალისტი.