დღეს არის დიდგორი, საქართველო იბრუნებს თავისუფლებას, გარეთ გამოდით ყველანი, დროშა გვაქვს დღეს საქართველოს მოქალაქეებს დასაცავი, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ საზოგადოებისთვის მიმაფთვისას განაცხადა.
როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე წაიკითხავენ დეკლარაციას, რომელსაც ქართველი ხალხი მიიღებს და ხელისუფლება ხალხის ხელში იქნება.
„ქალბატონებო და ბატონებო, დღეს არის დიდგორი. საქართველო იბრუნებს თავისუფლებას. გარეთ გამოდით ყველანი, დროშები არ დაგავიწყდეთ. დროშა გვაქვს დღეს საქართველოს მოქალაქეებს დასაცავი. ყველაფერი კარგად არის, უამრავი ხალხი გამოვა. ყველა დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და გავთავისუფლდებით ბიძინა ივანიშვილისგან და მისი რეჟიმისგან. ვიყოთ ერთად, ბრძოლა ბოლომდე, ჩვენ გავიმარჯვებთ. გამარჯვება გარდაუვალია. ვუყურებდი ახლა ბევრი საპოლიციო ძალა იყო იქით და აქეთ, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, აცდენენ ამ ბიჭებს და ქვეყნის მოღალატეების მხარეს აყენებენ, მაგრამ დარწმუნებულო ვარ, ისინი ჩვენზე ხელს არ აწევენ. ვინც აწევს, ინანებს. ჩვენ მოვედით მშვიდობიანად და აუცილებლად გავიმარჯვებთ, სხვა გზა არ არსებობს, ყველაფერი კარგად იქნება. გამოდით გარეთ, მთელი საქართველო აქ უნდა იყოს. აქ იქნება სცენა, წავიკითხავთ დეკლარაციას, რომელსაც მიიღებს ქართველი ხალხი და იმ წუთიდან ხელისუფლება ხალხის ხელში იქნება“, – განაცხადა ბურჭულაძემ.