მინდა, ყველას მოვუწოდო, თბილისელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თბილისი არ გავატანოთ „ქართულ ოცნებას“ და კახა კალაძეს, არჩევნებზე არმისვლა ნიშნავს, რომ თქვენს ხმას ნებაყოფლობით ჩუქნით „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ეს ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეიყვანა, – ამის შესახებ პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გნაცხადა.
მისი თქმით, პროტესტი და არჩევნები ერთმანეთს ხელს არ უშლის.
„ამოცანა არის იმ საარჩევნო კამპანიის ბოლომდე მიყვანაა, რომელიც ჩვენმა მაჟორიტარებმა და საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ თბილისში და არამარტო თბილისში ჩაატარა. კარდაკარი წარმატებულად ჩატარდა. თქვენ იცით, რომ გარემო არის ძალიან დაძაბული, მაგრამ მინდა, ყველას მოვუწოდო, თბილისელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თბილისი არ გავატანოთ „ქართულ ოცნებას“ და კახა კალაძეს. არჩევნებზე არმისვლა ნიშნავს, რომ თქვენს ხმას ნებაყოფლობით ჩუქნით „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ეს ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეიყვანა. პროტესტი და არჩევნები ერთმანეთს ხელს არ უშლის. ჩემი თხოვნაა, მობრძანდით არჩევნებზე და ხმა დაუჭირეთ საერთო კანდიდატს, ირაკლი კუპრაძეს და ჩვენს მაჟორიტარებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველო ყველა მუნიციპალიტეტი ხელში არ ჩავუგდოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა ბრძოლის მეთოდი გამოყენებული უნდა იყოს“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.