მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, „სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ე.წ. „რუსული კანონის“ საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი“.
„26 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მედიაომბუდსმენს წერილობით აცნობა, რომ დაიწყო წარმოება ე.წ. “რუსული კანონის” საქმეზე. საქმე „კოკაია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” დეტალურად აღწერს 2023 წლის მარტში, არაერთი კრიტიკული მედიის ჟურნალისტისა და ოპერატორის დევნას. ისინი სამიზნედ ე.წ. „რუსული კანონის” (კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”) წინააღმდეგ, მოქალაქეთა მასშტაბური საპროტესტო აქციების გაშუქების გამო იქცნენ. მედიის მუშაობაში ხელშეშლით ძალოვანები ცდილობდნენ არ გასაჯაროვებულიყო მშვიდობიან მოქალაქეთა დარბევის და ძალის გადამეტების შემთხვევები საქმის მასალებს თან ერთვის მედიაომბუდსმენის მიერ მომზადებული ვიდეორეპორტაჟი: https://youtu.be/yng9m7viumU?si=VxHRues9XSbew9bw მედიაომბუდსმენი აგრძელებს კრიტიკული მედიის სამართლებრივ დახმარებას. გვჯერა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებებს განსაკუთრებული გავლენა ექნება საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების გადასარჩენად“, – ნათქვამია განცხადებაში.