“დონალდ ტრამპი, უკრაინის ომთან მიმართებით, “ხელებს იბანს”:ის, რაც თითქოსდა მის საოცარ შემობრუნებად მოგვეჩვენოს, სინამდვილეში ვოლოდიმირ ზელენსკისათვის შეიძლება ცუდი ამბავი აღმოჩნდეს”-The Daily Telegraph

9
spot_img

ბრიტანულმა გაზეთმა „დეილი ტელეგრაფმა“ (The Daily Telegraph) 24 სექტემბრის ნომერში გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „დონალდ ტრამპი, უკრაინის ომთან მიმართებით, „ხელებს იბანს“: ის, რაც თითქოსდა მის საოცარ შემობრუნებად მოგვეჩვენოს, სინამდვილეში ვოლოდიმირ ზელენსკისათვის შეიძლება ცუდი ამბავი აღმოჩნდეს“ (ავტორი – რობ კრილი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

„ის, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა უკრაინის შესახებ, მოულოდნელი იყო არაპროგნოზირებადი პრეზიდენტისგანაც კი. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტი თავისი ქცევით ხშირად მტრებსაც და მეგობრებსაც აკვირვებს, მაგრამ სამშაბათს მან გაეროს გენასამბლეის სხდომაზე საკუთარ თავს გადააჭარბა.

თვითონ განსაჯეთ: დონალდ ტრამპი რამდენიმე თვის განმავლობაში აცხადებდა, რომ უკრაინამ უნდა გააცნობიეროს – მისი აღმოსავლეთი ტერიტორიები უკვე დაკარგულია და დროა რუსეთთან ზავი დაიდოსო, ახლა კი გაეროში გამოსვლის დღეს მან ახალი საოცარი პოზიცია გამოხატა: „მე ვფიქრობ, რომ უკრაინას, ევროკავშირის მხარდაჭერით, აქვს შესაძლებლობა იბრძოლოს და დაიბრუნოს ტერიტორიები ადრინდელი სახით. დროთა განმავლობაში, მოთმინების გამოჩენით, ევროპისა და ნატოს ფინანსური მხარდაჭერით, იმ საზღვრების აღდგენა შეიძლება, საოდანაც ომი დაიწყო. ეს სრულიად შესაძლებელია“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

რამ განაპირობა დონალდ ტრამპის თვალსაზრისის ცვლილება?

საყურადღებოა, რომ პრეზიდენტი გაეროს გენასამბლეის სესიაზე სიტყვით ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ გამოვიდა. და ეს მოხდა დიდ ბრიტანეთში განხორციელებული ვიზიტის ფონზე, როცა მეფე ჩარლზმა დონალდ ტრამპს ვინძორის სასახლეში გამართულ ბანკეტზე რბილად შეახსენა, რომ „ევროპას ტირანია ისევ ემუქრება“.

გუშინ, სამშაბათს, გაზეთები დონალდ ტრამპის პოსტის პოსტით იყო აჭრელებული. კომენტატორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ პრეზიდენტმა გასაოცარი შემობრუნება განახორციელა – მხარი დაუჭირა უკრაინის გამარჯვებას და მისი საზღვრების აღდგენას.

მაგრამ საკითხავია – მართლაც დაიღალა აშშ-ის პრეზიდენტი თავისი რუსი კოლეგის ვლადიმერ პუტინის მოქმედებისაგან? ბოლოს და ბოლოს, დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს პუტინზე თბილი სიტყვა და იმავდროულად უკრაინას რაკეტებს და დრონებს აწოდებდა (რასაც მელანიაც ამბობს თავის ქმარზე).
მართლაც მხარს უჭერს დონალდ ტრამპი ამჟამად უკრაინას და მის ლიდერს, რომელიც ამ რამდენიმე თვის წინათ, თებერვალში, ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს, მთელი მსოფლიოს წინაშე დაამცირა პირდაპირ ტელეეთერში?
ალბათ, მხარს უჭერს მხოლოდ განსაზღვრულ მომენტამდე.

დონალდ ტრამპზე, როგორც ვიცით, ყველაზე მეტ შთაბეჭდილებას ძალის გამოვლენა ახდენს და იგი მუხლს იდრეკს გამარჯვებულის წინაშე. აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა გაეროს გენასამბლეის სესიაზე და მისივე პოსტი ნათლად მოწმობს იმას, რომ მან დაინახა – რუსეთს არ შეუძლია მასზე ბევრად უფრო სუსტ მოწინააღმდეგეზე გამარჯვება (რუსეთი ვერ უშლის ხელს უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას და ეკონომიკური დახმარების გაწევას).

მოგვიანებით დონალდ ტრამპმა რუსეთი „ქაღალდის ვეფხვად“ მოიხსენია: „ნებისმიერ შემთხვევაში, მე ორივე მხარეს სიკეთეს ვუსურვებ“, – დაამატა მან, – „თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ ნატოსათვის იარაღის მიწოდებას. ალიანსს შეუძლია ეს იარაღი სურვილისამებრ გამოიყენოს… ყველას წარმატებებს ვუსურვებთ!“.
თუ ღრმად ჩავუკვირდებით დონალდ ტრამპის ამ ნათქვამს, შევამჩნევთ, რომ ეს არის სწორი ურთიერთობის გაკვეთილი, სწორი მოქმედების ნიმუში: იმის ნაცვლად, რომ უკრაინას ახალი დახმარება აღუთქვას ან რუსეთის მიმართ მეტი სიმკაცრე გამოიჩინოს, მისტერ ტრამპი, როგორც ჩანს, სიტუაციაზე პასუხისმგებლობას ევროპასა და ნატოს აკისრებს.

არ არის არავითარი მინიშნება უკრაინისადმი დამატებითი დახმარების გაწევაზე ან იმაზე, რომ დონალდ ტრამპი მოსკოვს მკაცრად დასჯის. მისი ერთადერთი მოვალეობაა თავის ევროპელ მოკავშირეებს – ნატოს წევრებს იარაღი მიაწოდოს და საერთოდ არ აინტერესებს, სად წაიღებენ ისინი ამერიკულ იარაღს.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის მეთაურმა სასწორზე თავისი რეპუტაცია დადო, ალასკაზე რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით და მასპინძლობის გაწევით, მისტერ ტრამპმა კიდევ გაკვეთილი აითვისა: ომის შეწყვეტა ადვილი არ არის. როგორც ჩანს, მისგან უკვე საკმარისია.

წყარო: