“მოლაპარაკე გვამები”: ვიქტორ იუშენკო”- Junge Welt

8
spot_img

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო სატელევიზიო შოუში გამოჩნდა, რათა თავისი ქვეყნისათვის „საქმიანი“ რჩევები მიეცა, – წერს გერმანული გაზეთი „იუნგე ველტი“ (Junge Welt) სტატიაში სათაურით „მოლაპარაკე გვამები“: ვიქტორ იუშენკო“ (ავტორი – რაინჰარდ ლაუთერბახი). „ყოფილი პრეზიდენტი დაბეჯითებით აძლევდა რჩევებს კიევის ხელისუფლებას და ამჟამინდელ თაობას მთავარი ამოცანის შესასრულებლად – არამარტო ტერიტორია დაიბრუნონ, არამედ მოსკოვიც დაიპყრონ“, – აღნიშნულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დიდი ხანია არაფერი არ ისმოდა ვიქტორ იუშენკოზე – უკრაინის ექს-პრეზიდენტზე, რომელიც ხელისუფლებაში 2004 წელს მომხდარი „ნარინჯის რევოლუციის“ შემდეგ მოვიდა –  საპრეზიდენტო არჩევნების არაკონსტიტუციური მესამე ტურის შედეგად. მოგვიანებით, მან ჩაშალა უკრაინაში რეჟიმის ცვლილების პირველი მცდელობა, მაგრამ როგორც ჩანს, საკუთარი თავის ერთგული დარჩა. და თუ მან რაღაცა მაინც ისწავლა თანამედროვე მედია-სამყაროში, ესაა ის, რომ რაც უფრო ხმამღალი და „ნათელია“ განცხადება, მით უფრო მეტი შანსია იმისა, რომ მის ციტირებებს მოახდენენ. ანუ მთავარია ყურადღების მიპყრობა.

და ეს ადამიანი, რომელმაც პოლიტიკაში ვერაფერს მიაღწია [ტყუილად იკავებდა ქვეყნის მეთაურის პოსტს], გამოვიდა სატელევიზიო შოუში და უკრაინას საქმიანი რჩევები მისცა, მაგალითად, ასეთი: უკრაინამო, – შთამაგონებლად ამბობდა ექს-პრეზიდენტი, – შეცდომა არ უნდა დაუშვას და არ უნდა დაკმაყოფილდეს 1991 წლის საზღვრების  დაბრუნებითო [რაც, აქვე რომ ვიტყვით, ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური ზღაპრების ჟანრს მიეკუთვნება], არამედ უფრო დიდ მასშტაბებზე უნდა იფიქროს და შორს უნდა გაიხედოს – „მოსკოვი უნდა დაიპყროსო“. აი, ამოცანა, რომელიც ამჟამინდელმა თაობამ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს და სამომავლოდ თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს მოუგვარებელი არ უნდა დაუტოვოს.

ვიქტორ იუშენკოს ნათქვამი იმდენად გაუაზრებელი და მოულოდნელი იყო, რომ თვით ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ დეპუტატებმაც კი უკმაყოფილება გამოხატეს: ერთ-ერთმა ისიც კი ურჩია ექს-პრეზიდენტს, რომ თუ ეგრე ძალიან გინდა მოსკოვის დაპყრობა, წადი ფრონტზე და ჯერ არტემოვსკი (ბახმუტი) დაიბრუნეო.

სხვათა შორის, უკრაინაში კიდევ სხვა ზოგიერთი უცნაური მოვლენაც მოხდა: როცა კიევიდან კარპატების კურორტ რახოვში მიმავალი მატარებელი სადგურ იარემჩას მიუახლოვდა, ერთ-ერთმა მომლოდინე პიროვნებამ შენიშნა, რომ სადგურის შენობაში მდებარე ელექტრონულ ტაბლოზე უეცრად მატარებლის მარშრუტის ბოლო პუნქტის დასახელება „რახოვი“ გაქრა და მის ნაცვლად აინთო სიტყვები – „სლავა როსიი“. რასაკვირველია, ამ ინციდენტის შესახებ, რომელიც თითქმის ერთ საათს გრძელდებოდა, ადგილობრივ პოლიციას შეატყობინეს, რომელმაც მართვის პულტი დალუქა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ დაადგინა, თუ ვინ დააპროგრამა ტაბლოს მოწყობილობა მტრის პროპაგანდის სასარგებლოდ. ისე კი, მაინც და მაინც დამანგრეველი არაფერი მომხდარა: უკრაინაში მატარებლები ისედაც დაგვიანებით დადიან – ასე რომ, ერთ საათიან ტაბლოინციდენტს რკინიგზის მუშაობისათვის მნიშვნელობა არ ჰქონია.

წყარო: