ირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას აჩერებს

6
spot_img

ირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას აჩერებს, – ამის შესახებ ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქინიანთან შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

ირანმა ეს გადაწყვეტილება გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების შერბილებაზე უარის თქმის გამო მიიღო.

ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა კონსულტაციების გაგრძელება ეროვნული ინტერესების დასაცავად საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ ირანის წინააღმდეგ სანქციების შერბილებაზე უარი თქვა და შეზღუდვები განაახლა ისეთივე პირობებით, როგორც ეს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებამდე არსებობდა. შედეგად, ირანის წინააღმდეგ განახლდება ისეთი სანქციები, როგორებიცაა ემბარგო იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე, ბირთვული საქმიანობის შეზღუდვა, ფინანსური და საბანკო აკრძალვები, შეზღუდვები ავიაციასა და ტრანსპორტირებაზე, რაც ირანული პროდუქციის გადაზიდვებთანაა კავშირში, ასევე ინდივიდუალური პირების მიმართ სანქციები.