გერმანიის პარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრ მაქსიმილიან კრაჰს. ის პარლამენტის დეპუტატი გახდა 2025 წლის თებერვლის არჩევნების შედეგად.
ხმათა უმრავლესობით იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილება მიღებულია სასამართლოს თანხმობით ჩხრეკისა და სხვა პროცედურების ჩასატარებლად.
მაქსიმილიან კრაჰი ეჭვმიტანილია ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებაში, რაც ჩინეთიდან გადმორიცხვებს უკავშირდება. საქმეს დრეზდენის პროკურატურა იძიებს.
პოლიტიკოსი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ბრალდებები პოლიტიკურად არის მოტივირებული.
2024 წელს, როცა მაქსიმილიან კრაჰი ევროპარლამენტის დეპუტატი იყო, გერმანიის პოლიციამ მისი თანაშემწე დააკავა ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით.