თბილისში კანდიდატად დააყენეს “ლელოს” თანამშრომელი, რომელსაც ხაზარაძე ყოველ თვე აგზავნიდა “ტვ პირველში” პარკით ხელში და მიჰქონდა 200 ათასი ლარი ტელევიზიაში -ირაკლი კობახიძე

13
spot_img

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავად მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე. 27 მუნიციპალიტეტში როდესაც საერთოდ ვერ ახერხებ კანდიდატის დაყენებას, ეს არის ნიშანი, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, პარტიებმა „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელომ“ თბილისის მერობის კანდიდატად „ლელოს“ თანამშრომელი დააყენეს, რომელსაც „ხაზარაძე ყოველთვიურად „ტვ პირველში“ პარკით ხელში აგზავნიდა და ტელევიზიაში მიჰქონდა 200 ათასი ლარი“.

„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავად მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე. 27 მუნიციპალიტეტში როდესაც საერთოდ ვერ ახერხებ კანდიდატის დაყენებას, ეს არის ნიშანი, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. სადაც დააყენეს, იქაც, სჯობდა, არ დაეყენებინათ. თბილისში, მაგალითად, „ლელოს“ თანამშრომელია დაყენებული. მაგალითად, ეს ადამიანი დაკავებული იყო რითი – ხაზარაძე ყოველ თვე აგზავნიდა მას „ტვ პირველში“, პარკით ხელში ყოველთვიურად ტელევიზიაში მიჰქონდა 200 ათასი ლარი. ასეთი საქმიანობით იყო დაკავებული. ახლა „ლელოს“ ეს თანამშრომელი დაყენებულია კანდიდატად. თავის დროზე ამბობდნენ, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი უნდა შეერჩიათ, თუმცა ესეც ვერ მოახერხეს. ასეთია მთლიანობაში დღეს ოპოზიციის მდგომარეობა, რაც ჩვენთვის კარგია. ეს ჩვენთვის აიოლებს საქმეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.