Reuters: აშშ-მა და რუსეთმა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა განიხილეს

8
spot_img

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-მა და რუსეთმა განიხილეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა.

კერძოდ, რუსეთის “სახალინ-1-ის” ნავთობისა და გაზის პროექტში Exxon Mobil-ის დაბრუნების შესაძლებლობა. მათ ასევე წამოჭრეს რუსეთის მიერ თხევადი ბუნებრივი აირის პროექტებისთვის აშშ-ის აღჭურვილობის შეძენის შესაძლებლობა. საქმე ეხება პროექტს Arctic LNG-2, რომელიც სანქციების ქვეშ მოხვდა.

კიდევ ერთი შესაძლო შეთანხმება ეხება აშშ-ის მიერ რუსეთისგან ბირთვული ყინულმჭრელი გემების შეძენას.