პიტერ სიიარტო მიიჩნევს, რომ ბრიუსელს უნგრეთის, სლოვაკეთისა და სერბეთის მთავრობების დამხობა სურს

6
spot_img

 უნგრეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბრიუსელს უნგრეთის, სლოვაკეთსა და სერბეთის მთავრობების დამხობა სურს.

უნგრეთის პირველი დიპლომატი ფიქრობს, რომ „ბრიუსელმა საბოლოო შეწყვიტა მსოფლიო პოლიტიკის ფაქტორად ყოფნა“. ამის მაგალითია ის, რომ 15 აგვისტოს დაგეგმილი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრაში მონაწილეობას ევროკავშირის წარმომადგენელი არ მიიღებს.

სიიარტო მიიჩნევს, რომ ეს გარემოება ევროკავშირის ხელმძღვანელებს აღიზიანებს.

„შედეგად იზრდება წნეხი მშვიდობის მოყვარე, ეროვნული ინტერესების მატარებელ მთავრობებზე, რომლებიც ბრიუსელს არ ემორჩილებიან. დღეს, როგორც არასდროს, ნათელია, რომ ცენტრალურ ევროპაში, სლოვაკეთის, უნგრეთის და სერბეთის მთავრობების დამხობის, დესტაბილიზაციის სულ უფრო უხეში მცდელობები ხდება“, – აღნიშნა სიიარტომ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ სერბეთში მიმდინარე მიტინგები, რომელიც ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო დაიწყო, ხოლო უნგრეთის უმსხვილესი ოპოზიციურ პარტიის „ტისას“ დაფინანსება ევროკავშირის სცენარის ნაწილია.